პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული კატასტროფის ცენტრის თქმით, მასიურმა მეწყერმა 2 000-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საერთაშორისო დახმარებას სთხოვს, ვინაიდან სოფლამდე მისასვლელი მაგისტრალის დაზიანებისა და მეწყრის კვლავ გამეორების რისკის გამო სამძებრო სამუშაოები გართულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ცნობისთვის, პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ კაოკალამში, 24 მაისს, ღამის სამ საათზე
ჩამოწვა. ადგილზე სამი დღეა უწყვეტი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 6 ცხედრის პოვნა მოხერხდა.