
"ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობის პარალელურად, პარლამენტთან 28 მაისს დილიდან არაერთი აქციაა ჩანიშნული:
- 10:00 საათზე, პარლამენტთან;
- 11:00 საათზე, პარლამენტის წინ - "გიძახებთ ქვეყნის სამსახურში!";
- 12:00 საათი - პარლამენტის უკან;
- 17:00 საათი - პარლამენტთან, "რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!"
- 19:00 - სტუდენტური მარში რუსული კანონის წინააღმდეგ - რუსთაველის მეტროდან პარლამენტამდე - "რუსული კანონი ჩვენი არჩევანი არ არის!"