რუსებმა მიკოლაევის ოლქი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
"ნანგრევების გაწმენდის დროს ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს," - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მოგვიანებით კი მიკოლაევის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.
ქალაქ სნიჰურივკაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ყავის, მანქანის და საბურავების
მაღაზიებს, აფეთქების ტალღამ, თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოც დააზიანა.