ევროკავშირმა, რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, სანქციების ახალი რეჟიმის ფარგლებში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ მოსამართლეებსა და პროკურორებს სანქციები დაუწესა.
შეზღუდვები, ასევე, დაუწესდათ გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის უფლებების ცენტრ "მემორიალის" თანათავმჯდომარის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ საქმესთან და პროკურორს, რომელიც ფიგურირებდა სანქტ-პეტერბურგელი მხატვრის, ალექსანდრა სკოჩილენკოს საქმეში.
ევროკავშირის სანქციები მოიცავს აკრძალვას აღჭურვილობის მიწოდებაზე, რომელსაც, ბრიუსელის მონაცემებით, რუსეთში რეპრესიებისთვის იყენებენ. სიაში შეტანილია მავთულები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე მოსასმენი აპარატურისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები. ჩამოთვლილი საქონლიდან ბევრი უკვე აღარ მიეწოდება რუსეთს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა.