რუსული რეპრესიული კანონის ძალაში შესვლამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. "ქართულმა ოცნებამ" საკომიტეტო მოსმენაზე პრეზდენტის ვეტო დაძლია. როგორც მოსალოდნელი იყო ივანიშვილის დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილის არც ერთი მოტივირებული შენიშვნა არ გაიზიარეს და ახლა ოლიგარქიული რეჟიმი ხვალინდელი სესიისთვის ემზადება. მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა ვეტოს განხილვა. უმრავლესობის წევრები პრეზდენტის საპარლამენტო მდივანს არ აძლევდნენ სიტყვით გამოსვლის საშუალებას, ივნიშვილის დეპუტატები განსაკუთრებით იმ დროს კარგავდნენ წონასწორობას, როდესაც გიორგი მსხილაძე არგუმენტებით ასაბუთებდა, რატომ ირღვევა რუსული კანონის მიღებით ქვეყნის კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი.
რა პროცედურების გავლა მოუწევს "ქართულ ოცნებას" კანონის ასამოქმედებლად, იხილეთ ნატალი ჯახუტაშვილის რეპორტაჟი.