"არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!", - კანადის დედაქალაქ ტორონტოში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
ემიგრანტებმა ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს. მათ მაისურებზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები ეხატათ და სკანდირებდნენ: "საქართველოს გაუმარჯოს." ამბობენ, რომ "ოცნების" მიერ წარდგენილი კანონი რუსულია და ქვეყანას რუსეთში მიაქანებს და არა ევროპაში, სადაც საქართველოს გზა და მომავალია.