უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 3 "შაჰიდი" ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული სამივე "შაჰიდი" ტიპის დრონი ჩამოაგდეს. 

"28 მაისის ღამეს, მტერმა პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან (რუსეთის ფედერაციის ტერიტორია) უკრაინას შეუტია სამი  "შაჰიდ-131/136" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით.
მტრის დრონები ჩამოვაგდეთ ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის რეგიონებში," - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი