"ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

გამოქვეყნდა:

0 მომხრე, 66 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ამის შემდეგ რუსული კანონის თავდაპირველ ვერსიას ეყარა კენჭი, რომელსაც მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი 4 წავიდა. 

ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ კრემლის ინტერესების გამტარებელი კანონი დაამტკიცა.

პროცედურულად, კანონი ახლა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.  თუ სალომე ზურაბიშვილი 5 დღის ვადაში ხელს არ მოაწერს მას, დოკუმენტი ისევ პარლამენტში დაბრუნდება და უკვე პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა ძალაში. 

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი, რომელსაც თავად "გამჭვირვალობის" მოტივით ხსნიან, განხილვაში 3 აპრილს დააბრუნა. ამავე კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ, ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა საზოგადოება ისევ მოატყუა და დაპირების მიუხედავად, რომ კანონპროექტს აღარ დაუბრუნდებოდა, ის მაინც დააინიცირა.

"ოცნებამ" 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, 1-ელ მაისს, მეორე მოსმენით მიიღო, ხოლო 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი