კანონი არის იარაღი, მიზანი არის საქართველოს მიყვანა რუსულ ორბიტაზე | ოთარ ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება. ის ამბობს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატები ვეტოს დაძლევენ.

ზურაბიშვილის თქმით, კანონი იარაღია, მათი მიზანი კი საქართველოს მიყვანა რუსულ ორბიტაზე.

"2 დღის წინ ეს ადამიანები ზეიმობდნენ 26 მაისს, რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობის ნიშანი და დღე. ნიშანი, რომ საქართველო გაყვანილი არის რუსული ორბიტიდან. და დღევანდელ დღეს არაკონსტიტუციურ ხელისუფლება აბრუნებს ხალხს ისევ რუსულ ორბიტაზე. ეს არის მთავარი გზავნილი.

არ შევცდეთ ამაზე, მთავარი არ არის კანონი, რასაკვირველია დაძლევენ [ვეტოს], მაგრამ მთავარი არის მიზნები, კანონი არის იარაღი და მიზანი არის საქართველოს მიყვანა რუსულ ორბიტაზე. ამის წინააღმდეგ ვიბრძვით, ჩვენ დიდი ხანია, ახალგაზრდებმა ახლა დაიწყეს ასერთი ბრძოლა და საჭიროა. ბოლომდე უნდა წავიდეთ, არჩევნებამდე და გავიმარჯვოთ არჩევნებში. ეს არის ჩვენი მომავალი," - ამბობს ზურაბიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი