
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "ოცნების" დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა. ვაშაძე ტრიბუნიდან რუსულ კანონზე და აკეთებდა განცხადებას, რა დროსაც მოულოდნელად ზავრადაშვილი მიიჭრა და სახეში წყალი მიასხა.
ყოჩაღ, ეგა ხართ. არა უშავს. ეს ველურობამდე მოსული მოღალატეების გზა. ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ. ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არ უზამს არაფერს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზა იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერ დააჩოქებს ვერც ერთ ბოროტი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, ადამიანი. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს ქართველ ახალგაზრდებს...ეს არის თქვენი უღირსობის მაგალითი. თქვენ გგონიათ, რომ გაიგივათ? თქვენ ხართ უსამშობლოების გაერთიანება, რომლებიც ღალატის გზას ხართ დამდგარი" - მიმართა ამის შემდეგ ვაშაძემ ივანიშვილის დეპუტაციას.
სხდომის წამყვან გიორგი კახიანს თანაპარტიელი ზავრადაშვილისთვის შენიშვნა არ მიუცია.