
პროდასავლური საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, პარლამენტთან მივიდეს და ერთიანობის სათავეში ჩადგეს.
"საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, "ოცნებამ" რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრას ოპოზიცია არ დასწრებია, ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
იხილეთ: