კობახიძე ვეტოს დამძლევებს მადლობას უხდის და პროპაგანდისტულად, "ეროვნული ინტერესების დამცველებს" უწოდებს

გამოქვეყნდა:

პრემიერი კობახიძე რუსული კანონის მიმღებ დეპუტატებს მადლობას უხდის და მათ "ეროვნული ინტერესების დამცველებს" უწოდებს. კობახიძე ტრადიციული რუსული პროპაგანდით ამტკიცებს, რომ "გამჭვირვალობის კანონი", უზრუნველყოფს "ქვეყნის დამშვიდებასა და სტაბილურობას". კობახიძის აზრით, რუსული კანონი "დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია".

კობახიძის მტკიცებითვე, საქართველოს პარლამენტმა "ხალხის ნებით" იმოქმედა. 

"მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს" თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, უცხოელმა პარტნიორებმა რუსულ კანონთან დაკავშირებით, "ყალბი განცხადებები" გაავრცელეს და იმედს გამოთქვამს რომ საბოლოო ჯამში, პარტნიორები "აღიარებენ ამ კანონის დადებით მიზნებსა და შინაარსს". 

"თუ უნდათ დისკუსია, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ რომ აქ რაიმე უარყოფითია, ამ კანონში. ასეთი არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს და კვლავაც არ ველით, რომ იქნება მზაობა დისკუსიის" ამბობს კობახიძე.

მოსალოდნელ სანქციებზე გაფრთხილებებს კი "შანტაჟს" უწოდებს და ამბობს, რომ ეს "კონტრპროდუქტიულია".

 "ოცნების" უმრავლესობამ დღეს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი