თურქეთში გუშინ მომხდარ ავარიას ქართველი ქალი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

თურქეთში გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ქალი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა კიდევ ორი და დაშავდა ორი ადამიანი. 

ცნობილია, რომ ოჯახი მსუბუქი ავტომობილით ანტალიიდან ქალაქ ადანას მიმართულებით მიემგზავრებოდა, რა დროსაც მანქანას ტრაილერი დაეჯახა. დაშავებულები, სამი წლის გოგო და მამა კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, ისინი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში რჩებიან. 

დაღუპულ 40-წლამდე ქართველ ქალს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი