
უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 14 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 13 ჩამოაგდეს.
"შაჰიდები" ჩამოაგდეს ნიკოლაევის, კიროვოგრადისა და რივნეს რაიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.