კალაძე რუსული კანონის მიღებას ულოცავს ყველას, "ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი" | მერის მორიგი პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

მერი კალაძე რუსული კანონის მიღებას ულოცავს ყველას, "ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი". თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე, კალაძე რუსული სტილის პროპაგანდით ამტკიცებდა, რომ  "გამჭვირვალობის კანონი" ქვეყანას დაიცავს "დესტაბილზაციისა და უცხოური ძალების გავლენისგან":

"გუშინ პარლამენტმა ვეტო დაძლია და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულია. მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით." ამბობს კალაძე.

ივანიშვილის დეპუტატებმა გუშინ, 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და 84 ხმით, რუსული კანონი დაამტკიცეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი