ფოთის საკრებულოს სხდომა დღეს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. "ახალის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კიდევ ერთხელ, ერთხმად გააპროტესტეს რუსული კანონის მიღება.
სხდომაზე განცხადებები გააკეთეს "ახალის" წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ და ენმ-ს წევრმა ანიტა ჯოჯუამ, რამაც "ოცნების" დეპუტატების მხრიდან აგრესია გამოიწვია. სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ემა გოგოხია