საზოგადოების პასუხი რუსული კანონის ავტორებს | "ოცნების" წევრებს ხალხი ქუჩაში შეძახილებითა და გაკიცხვით ხვდება

გამოქვეყნდა:

საზოგადოება "ქართული ოცნების" დეპუტატების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის მარიონეტები მოქალაქეებისგან პასუხს იღებენ. მათ, ვინც რუსულ კანონს ხმა მისცა, ხალხი ქუჩებში შეძახილებით, დაცინვითა და გაკიცხვით ხვდება. ქართული სამოქალაქო საზოგადოება აშკარად უკიდურესობამდეა გაღიზიანებული ხელისუფლების მცდელობით გადაიყვანოს ქვეყანა კრემლის ორბიტაზე.

საზოგადოებრივი კრიტიკის მაგალითად იქცა შემთხვევა, როდესაც პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძისგან ბოდიშიც კი არ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის უპირობოდ მორჩილ დეპუტატებს ხალხი ქუჩაში ხვდება შეძახილებით: მონა და მოღალატე. სწორედ ასე აფასებენ მოქალაქეები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი და ამით ქვეყანა კიდევ უფრო დააშოროს დასავლურ სამყაროს და დაუახლოვოს კრემლს. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი