რუსული კანონი მიღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმოწერის შემდეგ ოლიგარქის ხელისუფლება რეპრესიებს უკვე კანონის სახელით განახორციელებს. ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად 2 თვეა განსაზღვრული, რის შემდეგაც ყველა არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაცია, რომელიც 20 პროცენტით საზღვარგარეთიდან ფინანსდება, ვალდებულია დარეგისტრირდეს რეესტრში, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოქმედდება სადამსჯელო მექანიზმი და ხელისუფლება ფინანსურ ტერორს დაიწყებს. ორგანიზაციები, რომელთა გასანეიტრალებლად აამოქმედა ოლიგარქიულმა რეჟიმმა რეპრესიული კანონი პროტესტის ნიშნად ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ.