"კიდევ ერთხელ დავადასტურე ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის EU-ში გაწევრიანების თაობაზე" | ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა და პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გადაღებული ფოტო გამოაქვყენა. 

"პრეზიდენტ მაია სანდუს ლიდერობა აღმაფრთოვანებელი იყო წარმოუდგენლად რთულ დროს. როდესაც ჩვენ დღეს კიშინიოვში შევხვდით, კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ურყევი მხარდაჭერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე", - წერს ბლინკენი.

როგორც მედია წერს, დღევანდელ შეხვედრაზე, მიაღწიეს შეთანხმებას მოლდოვასთვის სასამართლო რეფორმების მხარდასაჭერას 50 მილიონი დოლარის, ენერგეტიკის სფეროში პრობლემების გადასაჭრელად კი 85 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე, რათა მოლდოვამ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება სწრაფად დაძლიოს. ასევე, რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად 135 მილიონი დოლარის გამოყოფაა დაგეგმილი.

გარდა ამისა, ვაშინგტონი აპირებს, ხელი შეუწყოს მოლდოვის საქონლის ექსპორტის გაზრდას შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში და არა რუსეთში (ამჟამად მოლდოვის მთელი პროდუქციის დაახლოებით 20%-ის ექსპორტი რუსეთში ხორციელდება) და მოლდოველი ახალგაზრდების ორიენტაციის შეცვლას ევროპაში სწავლისა და მუშაობისკენ.

მაია სანდუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოლდოვის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აქვე, მან აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ევროპის ყველა ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი