ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში - კობახიძე თავს გერმანიის ელჩს ესხმის

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამჯერად თავს საქართველოში გერმანიის ელჩს ესხმის. ელჩმა გუშინ თქვა, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, მოლაპარაკებები არ გაიხსნება. 

კობახიძის განცხადებით, გერმანია ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ეს არის "ლელოს მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია" და არა გერმანიის.

"გერმანიის ელჩი ლელოსთან ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული ლელოს ლიდერებთან ერთად, ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე, ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული", - ამბობს კობახიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი