
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლუკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს გამოიყენოს მისთვის გადაცემული F-16 საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად
მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას: მისცემს თუ არა ოფიციალური კოპენჰაგენი უკრაინას უფლებას, რომ მის მიერ გადაცემული F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს.
"მოკლე პასუხი არის დიახ!
ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ტრანსფერის ნაწილი. ჩვენ თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, როდესაც განვიხილეთ დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომ თავდაცვის ნაწილია, აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა" - განაცხადა რასმუსენმა
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მსგავსი განცხადება გააკეთა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომაც.
საერთაშორისო მედიის ცნობით, უკრაინა F-16-ებს უახლოესი კვირების განმავლობაში მიიღებს. უკრაინელი პილოტები რამდენიმე თვეა შესაბამის მომზადებასაც გადიან.