
"მთავარი არხის" ინფორმაციით, თანამდებობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ორივე მოადგილემ დატოვა. სულხან ღლონტის გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ უწყებას ტოვებს გიორგი სურმანიძეც. "მთავარის" ინფორმაციით, ორივე მათგანი საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადადის.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.