
მოქალაქეებს, რომლებსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება პროევროპულ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დევნის, სოლიდარობას მსახიობები უცხადებენ. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მოტივებით რეპრესირებულ მოქალაქეებს შორის მსახიობებიც არიან.
მათი თქმით, გამოძიება უსაფუძვლოა და მათ მხოლოდ აქციაზე სიარულს ედავებიან. მსახიობმა ბაია დვალიშვილმა განაცხადა, რომ "[GenZ-მ] შიში არ იცის, ისინი პირიქით ძალას იკრებენ კიდე უფრო და კიდე უფრო შემტევები ხდებიან..."
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში გრძელდება იმ პირების პროცესი, რომლებსაც გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, წვრილმან ხულიგნობასა და სხვადასხვა სახის გადაცდომას ედავება, საქმეების უმეტესობაში მტკიცებულებები არ არსებობს, ან მხოლოდ სამართალდამცველების.