ვიქტორ ჯაფარიძე | გაიცანით რუსულ კანონზე ხელმომწერი ერთ-ერთი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

ჩვენ განვაგრძობთ რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატების წარდგენას. ამჯერად ვისაუბრებთ ვიქტორ ჯაფარიძეზე. "ოცნების" რადიკალური დაჯგუფების ოდიოზური წევრი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იყო გუბერნატორი და მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი წარმატებით გადაპორტირდა მმართველ გუნდში.

უმრავლესობის სხვა წევრების მსგავსად, ჯაფარიძეც შთამბეჭდავი ქონების მფლობელია და ის ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა. ჯაფარიძესა და მის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებით ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული. ეს არაერთი კვლევის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადგინეს, სწორედ იმ ორგანიზაციებმა ვისი საქმიანობის შზღუდვასა და განეიტრალებას ცდილობს "ქართული ოცნება" რუსული რეპრესიული კანონით

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი