"ქართული ოცნების" ლიდერები საფინანსო სანქციების მოლოდინში. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გეგმავს გამოაქვეყნოს საქართველოს ხელისუფლების იმ ლიდერების სია, რომლებსაც საფინანსო სანქციები დაეკისრებათ. სია უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში ან შესაძლოა საათებშიც კი გასაჯაროვდეს. სანქცირების მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, რუსული კანონის მიღება და საქართველოში დემოკრატიული პროცესის უკიდურესი დაზიანებაა. პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება იძულებულია გადადგას მკაცრი ნაბიჯი, ვინაიდან არაერთი გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად ოლიგარქის პოლიტიკურმა კლანმა რუსული კანონი მაინც მიიღო.