
რუსული კანონის განსაკუთრებული დარტყმა სამედიცინო სივრცეზე. სერვისები, რომლებიც უცხოური გრანტებით ფინანსდებოდა, საფრთხეშია. შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ონკოლოგიურის დაავადებები მქონე ბავშვები და ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები ჩვეულ მომსახურებას ვეღარ მიიღებენ. მიზეზი სწორედ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული რუსული კანონით დაწესებული შეზღუდვებია - ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე რამდენიმე პროექტი სავარაუდოდ უკვე უახლოეს მომავალში შეჩერდება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პროგრამებს ახორციელებენ და დამფინასებლებისთვის პრობლემაა დამაცირებეულ რეესტრში დარეგისტრირება და სტიგმატიზაცია.
ავტორი: ზურა პეტროსიანი