ჩეხეთის სამხედრო მოდერნიზაცია და დახმარება უკრაინას | ბლინკენი ჩეხეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას შემდეგ ვიზიტით ჩეხეთს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე შეხვდა. 

"ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, განვიხილეთ ჩეხეთის სამხედრო მოდერნიზაცია და უკრაინის დახმარება. ჩეხეთმა აჩვენა ჭეშმარიტი ლიდერობა, თავისი ძალისხმევით მოიპოვოს მეტი საბრძოლო მასალა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისთვის", - დაწერა ბლინკენმა X-ზე პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ. 

თავად პრეზიდენტი პაველი კი აღნიშნული შეხვედრის შემდეგ წერს: "ნაყოფიერი დისკუსია მქონდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. ვისაუბრეთ ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებსა და უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება. სახელმწიფო მდივანი ბლინკენმა აღიარა ჩეხეთი, როგორც საიმედო მოკავშირე და მადლობა გადაგვიხადა". 

დღესვე, ენტონი ბლინკენმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ ჩეხეთი გახდა მე-17 მთავრობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებთან ერთად უცხოური დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძოლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი