New Lines Magazine: საქართველოში ნატოს მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული კომუნიკაციების პროექტი შეჩერდა, რომელიც ქვეყანას რუსულ ჰიბრიდულ ომთან ბრძოლაში ეხმარებოდა

გამოქვეყნდა:

გამოცემა New Lines Magazine იუწყება, რომ NATO-ს მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 10 წლის წინ საქართველოში რუსულ ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად შეიქმნა, დაიხურა. სტატიაში ნათქვამია, რომ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

სტატიის მიხედვით, ეს მას შემდეგ ხდება, რაც 10 თვის წინ, Meta-მ წაშალა ათობით ყალბი ანგარიში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოპონენტებზე რუსული სტილის თავდასხმებისა და უკრაინაში პუტინის ომზე ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებდა.

ნატოს მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივა დაარსდა ლონდონის მიერ 2015 წელს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა - StratComs, რომელიც შეიქმნა ამ პროექტის ფარგლებში, წლების განმავლობაში მიიღო მნიშვნელოვანი დახმარება შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან დაფინანსებული ტრენინგებისა და ტექნიკური რესურსების სახით, როგორც მოსკოვის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფართო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ათობით მილიონი დოლარი დაჯდა.

გამოცემა წერს, რომ პარასკევს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასაჯაროდ თქვა, რომ ინიციატივა მარტში დასრულდა.

"ჩვენ ახლა განვიხილავთ ჩვენს პოზიციას საქართველოსთან სამომავლო სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ", - ამბობს ლორდთა პალატის წევრი, თარიქ აჰმადი.

გამოცემა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "ოცნებამ" რუსული კანონი მიიღო, რასაც ფართო კრიტიკა მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან. 

New Lines აშშ-ის საელჩოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017-დან 2021 წლამდე 250-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგი, მათ შორის 57 პრემიერის ოფისიდან და სხვადასხვა სამინისტროებიდან იყო.

"საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით 2015 წელს შეიქმნა, როგორც NATO-ს ინიციატივა, რომლის მიზანია შავი ზღვის ქვეყნების  გაძლიერება რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სამმართველოს თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი და ტექნიკური დახმარება ალიანსის ექსპერტებისგან. ასევე, დაესწრნენ და უმასპინძლეს კონფერენციებს და ანალიტიკურ დისკუსიებს დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. თუმცა, დროთა განმავლობაში, როდესაც მთავრობამ დაიწყო თავისი დღევანდელ ანტიდასავლურ ტრაექტორიაზე სვლა, სტრატკომი გახდა სწორედ ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი, რომლისგანაც დასაცავად იყო შექმნილი.  ქართული მონიტორების მრავალი მოხსენება აჩვენებს, თუ როგორ იყენებდა ის ტროლების ანგარიშებს პოლიტიკურ ოპონენტებზე რუსული სტილის სასტიკი თავდასხმების განსახორციელებლად. ასევე, ავრცელებდა ყალბ ახალ ამბებს და პროპაგანდისტულ ნარატივებს სწორედ იმ პარტნიორების შესახებ, რომლებიც მათ უჭერდნენ მხარს," - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ 2019 წელს, რუსული დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა თითქოს საპირისპიროს აკეთებდა:

"ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტორებმა, მედიის განვითარების ფონდმა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ დაუკავშირდეს უშუალოდ მთავრობას ის ყალბი ანგარიშები FACEBOOK-ზე რომლებიც გამოხატავდნენ მთავრობის მხარდამჭერ სიმპატიებს. გამოჩნდა, რომ ქვეყნის ლიდერები, სავარაუდოდ, ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, მათი პოლიტიკის მხარდაჭერის საჩვენებლად. წლის ბოლომ "მეტამ" გააუწმა რა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ტროლების ქსელი, რომლებიც ახალი ამბების ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებად ასაღებდნენ თავს".

მედია ასევე იხსენებს, რომ გასული წლის მაისში "მეტამ" დახურა 80 ექაუნთი, 26 გვერდი და ცხრა ჯგუფი Facebook-ზე და კიდევ ორი ​​ინსტაგრამის ანგარიში, რომელიც ასოცირებული იყო StratComs-თან "კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის" - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტროლინგისთვის.

კიდევ ერთი გამოცემა Byline Times კი წერს, ბრიტანეთი საქართველოს მთავრობის სტატეგიული კომინიკაციების დეპარტამენტთან თანამშრომლობას წყვეტს. სტატიაში ნათქვამია, რომ StratComs, შეიქმნა 2015 წელს, როგორც დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ნატოს ინიციატივის ნაწილი. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სამმართველოს თანამშრომლებმა მიიღეს ტრენინგები და ტექნიკური დახმარება ალიანსის ექსპერტებისგან, ასევე დაესწრნენ და უმასპინძლეს კონფერენციებს და ანალიტიკურ შეხვედრებს.

გამოცემა ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, როცა მთავრობა დღევანდელ ანტიდასავლური ტრაქტორიის გზას დაადგა, StratComs გახდა სწორედ ისეთი აქტივობების განხორციელების მტაცებელი, რომლისგანაც დასაცავად შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი