უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 75 მოქალაქე დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობიდან 75 უკრაინელი გაათავისუფლეს. მხარეებმა ერთმანეთს 75-75 ტყვე გადასცეს.

"დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი: კიდევ 75 უკრაინელი დაბრუნდა უკრაინაში. მათ შორის, უკრაინელი ჯარისკაცები, შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მესაზღვრეები, 4 მშვიდობიანი მოქალაქე - ისინი უკვე მშობლიურ მიწაზე არიან," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი