ელისო ბოლქვაძე | გაიცანით რუსულ კანონზე ხელმომწერი ერთ-ერთი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

საპროტესტო წარწერებით მოხატული საცხოვრებელი კორპუსები და საპროტესტო შეძახილები ყველგან, სადაც რუსული კანონის მხარდამჭერი ივანიშვილის დეპუტატები ხალხის პირისპირ აღმოჩნდებიან. ასე მოხდა საფრანგეთშიც, მმართველი გუნდის წევრს ელისო ბოქვაძეს პარიზის აეროპორტში გაბრაზებული მოქალაქეების კრიტიკის მოსმენა მოუწია. დეპუტატის მანდატთან ერთად წლებია ბოლქვაძე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, თუმცა არც ერთი ინიციატივა ან კულტურის სფეროში არსებული უმწვავეს პრობლემებზე მისი კრიტიკული განცხადება პარლამენტს არ ახსოვს. მაგრამ ელისო ბოლქვაძე, ისევე როგორ მისი კოლეგა კანონმდებლები ნამდვილად სამუდამოდ დარჩებიან ქვეყნის ისტორიაში, როგორც ივანიშვილის ერთ-ერთი მარიონეტი, რომელმაც საქართველოს გარუსებას მოაწერა ხელი.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი