ელჩების დუმილი რუსულ კანონზე | საქართველო საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის პირისპირ

გამოქვეყნდა:

ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის პირისპირ და დიპლომატიური კორპუსი, რომელიც საქართველოს გარუსების მცდელობას მდუმარე თანხმობით ადევნებს თვალს. ერთადერთი გამონაკლისის გარდა, რუსული კანონის მიღებასთან დაკავშრებით საჯარო პროტესტი არც ერთ ელჩს არ გამოუთქვამს, არადა დიპლომატების მთავარი მისია სწორედ ქვეყნის ევროატლანტიკურ სტურუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე მუშაობაა.

ისტორიული შანსი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, იკარგება და ამ ვითარებაში დუმილი თანამონაწილეობის ტოლფასია - ასე აფასებენ შექმნილ ვითარებას ყოფილი დიპლომატები, რომელებიც წლების განმავლობაში სწორედ საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებთან დაახლოებაზე მუშაობდნენ. ყოფილი ელჩები მოქმედ კოლეგებს მოუწოდებენ, დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს და არ მისცენ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა, რის შენებაში მონაწილეობა თავადაც აქვთ მიღებული.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი