პრეზიდენტის, ელჩების და ყოფილი მინისტრის გარეშე ჩატარებული პოლიციის დღე. გომელაურის უწყებამ, რომელმაც დღეს პროფესიული დღესასწაული აღნიშნა, აღლუმზე არ დაპატიჟა არავინ, ვისაც შესაძლოა უხერხულობა შეექმნა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ძალოვანებისთვის. ტრადიცია, როდესაც პოლიციელებს საქართველოს პრეზიდენტი ულოცავდა დღესასწაულს, წარსულს ჩაბარდა. ზეიმზე არ იყვნენ მიწვეული არც სამართალდამცავების განსაკუთრებული დაფინანსებით გამორჩეული უცხოური ქვვეყნების ელჩები.
ფაქტია, რომ პოლიციის დღესასწაული "ქართული ოცნების" ვიწრო ზეიმად იქცა. ისევე როგორც თავად პოლიცია "ქართული ოცნების", ანუ ბიძინა ივანიშვილის ძალოვან ინსტრუმენტად. და დღეს სწორედ ამ ერთგულებისთვის საჯაროდ უხდიდნენ მადლობას პოლიციელებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ სასტიკად ძალადობდნენ ევროპული მომავლის დამცავ ახალგაზრდებზე.