ტრაგედიის ადგილი და სამი ახალი გვარი ბაჩალიაშვილის საქმეში - კილაძეს ინფორმაცია აშშ-დან მიაწოდეს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ელისო კილაძე "მთახვარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. ამბობს, რომ მას ამერიკიდან დაუკავშირდა წყარო და უთხრა, რომ ადგილი, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს, ტრაგედიის ბოლო ადგილია, მანამდე კი 23 წლის პროგრამისტი, სავარაუდოდ, სხვა ადგილას იმყოფებოდა. 

ელისო კილაძეს წყარომ სამი გვარიც დაუსახელა - გიორგი ღარიბაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და თეიმურაზ ჯავახიშვილი.

 დამისვა მე კითხვა - აგრელებთ თუ არა ბაჩალიაშვილსი საქმეზე მუშაობას? ჩემი დადებუთი პასუხის შემდეგ მითხრა, რომ მან გადაწყვიტა მომაწოდოს ინფრომაცია იმის თაობაზე,რომ სად დაიწყო ბაჩალიაშვილის ტრაგედია, რომ ის ადგილი სადაც მანქანა იპოვეს არის ბოლო ადგილი რალურად და დასაწყისი არის სხვაგან და ამის შემდეგ მე ის მიგდებს ლოკაციას... ამ საკადასტრო კოორდინატებით იძებნება ვილა "ალგეთი" და დამისახელა სამი გვარი. გიორგი ღარიბაშვილი, რომელიც ვილა "ალგეთის" მეპატრონეა. ქონებასთან დაიპტერესებული პირი არის პარლამენტის წევრი და "ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ მაჭარაშვილი. სწორედ აღნიშნული ვილა არის იპოთეკით დატვირთული "ქართუ ბანკში". მესამე პიროვნება არის თეიმურაზ ჯავახიშვილი, რომელიც დაკავშირებულია შავ სამყაროსთან, - ამბობს ელისო კილაძე.

"ქრონიკა +"-ის რედაქტორი ამბობს, რომ ვილა "ალგეთი" თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის ადგილიდან 100-150 მეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი