
"ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდი... კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს, დავპატიჟო", - ამის შესახებ, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა და განმარტა, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი და ელჩები პოლიციის დღის აღსანიშნავ აღლუმზე.
"ელჩები ყველა მოწვეულები და ზოგმა რა მიზეზი მოიგონა და დარეკეს პროტოკოლში, როგორ ვიცი, და ზოგს არ ეცალა, ზოგი ვერ იყო კარგად, როგორც დარეკეს და მოადგილეები მოვიდნენ და მათი წარმომადგენლები ბრძანდებოდნენ, როგორც ვიცი. ჩვენი მიდგომა, რა გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა პრეზიდენტმა მე ვფიქრობ, რომ უფრო უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდე და ისევ ქალბატონ პრეზიდენტს გავუფრთხილდი. არის კონსტიტუციური უფლება და არის მორალური თემა და ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს, რომ დავპატიჟო პრეზიდენტი ხო. მე გადავწყვიტე არის პროტოკოლი, მე კონსტიტუციური ვალდებულება არ მაქვს და არც კანონით არის ვალდებული. იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა და როგორც მოხდა, მე ვერ წარმომიდგენია, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალოს პოლიციელის მკვლელი. მართლა ვერ წარმომიდგენია მკვლელი და მკვლელობის მცდელობაზე. აქედან გამომდინარე, ეს უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვპატიჟა ქალბატონი პრეზიდენტი" - ამბობს გომელაური.