რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ თვენახევრიანი პაუზის შემდეგ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრი განაახლა და სიას რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირი ჩაამატა, რომელთა შორის არიან როგორც ჟურნალისტები და უკრაინასთან საომრად მობილიზებულთა ცოლები, ასევე, კონკრეტული მედიასაშუალებები.
დამოუკიდებელი მედიასაშუალება „მედუზას“ ცნობით, რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს:
რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში არაერთი ცვლილება შევიდა, რაც შეეხო კერძო პირებს, მედიასაშუალებებს და ა.შ. ეს კანონი პუტინის რეჟიმის ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ. კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე შეზღუდა კონკრეტული ადამიანები. კანონი ამჟამად უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.
ცნობისთვის, სწორედ მსგავსი სულისკვეთების კანონი მიიღო "ოცნების" პარლამენტმა 28 მაისს, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად.