"თავზე გვახვევენ ლოზუნგებს" | თელავის მერი EU-ს მხარდამჭერ ბანერებზე

გამოქვეყნდა:

"ომის პარტია თავზე გვახვევს თავის ლოზუნგებს, რა თქმა უნდა მიუღებელია," - თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი "ოცნების" ჩვეული პროპაგანდით პასუხობს შეკითხვას მშვიდობის პარკის გახსნაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

პარკის გახსნაზე, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერები მიიტანეს წარწერებით "პარკი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ!" , რამაც მერის გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მოგლიჯა.

"როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ამხელა რეკრეაციულ პარკში და როდესაც ადამიანები მოდიან, რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური მესიჯებით, რომლებმაც არაერთხელ განიცადეს კრახი და  ბავშვების თანდასწრებით უნდათ გაურკვეველი მდგომარეობის შემოტანა და სადაც ბავშვებს თავს ახვევენ თავის გაურკვეველ წარსულს და კიდე ეს ომის პარტია თავზე გვახვევს თავის ლოზუნგებს, რა თქმა უნდა მიუღებელია. არ მომიგლეჯია ჩემი საკუთარი ხელით, ამოვიღე და ვუთხარი, რომ გაეტანათ იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს, როცა ბავშვებს ეხებათ... ევროკავშირის ჩართულობას, მონაწილეობას ჩვენ არ უგულებელვყოფთ. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს," - განაცხადა მერმა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი