პრიგოჟინს საფლავზე ძეგლი დაუდგეს

გამოქვეყნდა:

ევგენი პრიგოჟინს, რომელიც რუსეთში, სამხედრო ამბოხების მცდელობიდან მალევე ავიაკატასტროფაში დაიღუპა, პეტერბურგში, პოროხოვსკოეს სასაფლაოზე ძეგლი დაუდგეს. დღეს, 1-ელ ივნისს, "ვაგნერის" ყოფილ ხელმძღვანელს 63 წელი შეუსრულდებოდა. ძეგლის გახსნას სამხედრო დაჯგუფების წევრები ესწრებოდნენ. 

ევგენი პრიგოჟინი 2023 წლის 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მის ვერტმფრენში ასევე იმყოფებოდნენ დიმიტრი უტკინი და რვა სხვა ადამიანი. ყველა ადგილზე დაიღუპა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი