"ოცნება" საქართველოს კოშმარად აქცევს! სანქციები ახლავე!" - ქართველმა სამოქალაქო აქტივისტებმა ევროპელი მეგობრების დახმარებით, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლასა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის სახელზე პეტიცია შექმნეს და ხელმოწერებს აგროვებენ:
"პარტია "ქართული ოცნება" და საქართველოს მთავრობა კორუმპირებული მოსამართლეების მხარდაჭერით აპირებენ "უცხოელი აგენტების კანონის" განხორციელებას, რომელიც ზღუდავს საქართველოს დემოკრატიას და მისი მოქალაქეების ინდივიდუალურ უფლებებს. უმთავრესია ამ პოლიტიკოსებზე ზეწოლა, რომ უარი თქვან ამ კანონზე და არ გადაუხვიონ ქვეყანა ევროპული გზიდან! ქართველები თავს ევროპელებად თვლიან და სურთ EU-თან დაახლოება. ამავდროულად, ბოლო კვირებში "ქართული ოცნების" და ხელისუფლების ორკესტრირებული ძალადობა და პოლიტიკური რეპრესიები არ უნდა დარჩეს უპასუხოდ! "ქართული ოცნება" საქართველოს კოშმარად აქცევს!
სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, კახა კალაძეზე, მამუკა მდინარაძეზე, ანრი ოხანაშვილზე, ზვიად ხარაზიშვილზე, შალვა პაპუაშვილზე, პარტია "ქართულ ოცნებაზე," მურუსიძის სასამართლო კლანზე, 84 დეპუტატზე, ვინ 2024 წლის 28 მაისს ხმა მისცა რუსულ კანონს...ისეთ ზომებს, როგორიცაა სამგზავრო შეზღუდვები და ქონების გაყინვა, შეუძლია მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამ კანონისა და მათი არადემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ," - წერია პეტიციაში.