გერმანიის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიამ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროც. უწყების ცნობით, უსაფრთხოების სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ თავდასხმის მოსაგერიებლად და გამოსაძიებლად. განცხადებაში არაფერია ნათქვამი მისი მასშტაბების ან შესაძლო ეჭვმიტანილების შესახებ, მაგრამ აღნიშნულია, რომ „თავდასხმის ხასიათი მიუთითებს მაღალ პროფესიონალიზმზე“.
მომხდარის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით, პარტიის კუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა ქსელიდან გათიშეს.