ჯორჯ კლუნის ფონდი ევროპაში მყოფი რუსი პროპაგანდისტების დაკავებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ჯორჯ კლუნის ფონდი ევროპაში მყოფი რუსი პროპაგანდისტების დაკავებას მოითხოვს. ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ფონდის იურიდიული მიმართულების დირექტორმა, ანა ნეისტატმა ისაუბრა. 

მისი თქმით, რუსი სამხედროებისა და მათი მეთაურებისგან განსხვავებით, ევროპაში მოგზაურობა რუსეთის ბევრ პროპაგანდისტს უყვარს, აქვს ბინადრობის ნებართვა, ქონება, ჰყავთ ნათესავები და მათი დაკავება ევროპოლის წევრ ქვეყნებში ორდერის საფუძველზე შეიძლება. 

ჩვენ ჯერ არ გაგვიგზავნია ეს მიმართვები, მაგრამ მზადების ბოლო ეტაპზე ვართ, რათა მოთხოვნა რამდენიმე ქვეყანაში გავაგზავნოთ. ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელ ქვეყნებს მივმართავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პირველ ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ ვაპირებდით, ომის პროპაგანდის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია და ისინი საყოველთაო იურისდიქციასაც ემორჩილებიან, მაგრამ სამწუხაროდ, არ არსებობდა პოლიტიკური ნება ამ საკითხებთან გამკლავების. ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ სხვა ქვეყნებს, სადაც გაცილებით მაღალია იმის ალბათობა, რომ პროკურატურა მიიღებს ჩვენს მიმართვას განსახილველად და დაიწყებს მოქმედებას.რაც შეეხება კონკრეტულ სახელებს, ჩვენ ახლა ორიენტირებული ვართ, რომ პასუხისგებაში მიეცეს ყველაზე აშკარა რუსი პროპაგანდისტები, ყველაზე თვალსაჩინოები, მაგრამ შეგნებულად არ დავასახელებ მათ, - ამბობს ნეისტატი.

ცნობისთვის, ჯორჯ კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის 2016 წელს ჯორჯ კლუნიმ და მისმა მეუღლემ, ადვოკატმა ამალ კლუნიმ დააარსეს. ორგანიზაციის მიზანი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაა. ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი