აშშ-მა, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა, ჩინური კომპანიები დაასანქციროს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა ჩინური ბანკები და კომპანიები დაასანქციროს - ამის მიზეზი მათ მიერ რუსეთის ომში მხარდაჭერაა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, კურტ კემპბელმა ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ჩინურ კომპანიებზე ვართ კონცენტრირებულები, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერაში სისტემატურად მონაწილეობენ. ყურადღებით ვაკვირდებით ფინანსურ დაწესებულებებსაც. ნაბიჯები გადაიდგმება არამხოლოდ აშშ-ის, არამედ სხვა ქვეყნების მიერაც და ეს ნაბიჯები იქნება ჩვენი ღრმა შეშფოთების დემონსტრირება იმის გამო, თუ რისი ​​​​​​გაკეთება სურს ჩინეთს თავის ურთიერთობებში რუსეთთან უკრაინაში ბრძოლის ველზე", - თქვა კემპბელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი