პუტინის მოკავშირეთა საერთო ნარატივი - სოროსის დაქირავებული ოპოზიცია და მედია და ევროპა, რომელიც ომისთვის ემზადება. ასეთია უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განაცხადი, რომელიც მან ბუდაპეშტში, ევროპარლამენტის არჩევნების წინ მისსავე მხარდამჭრ აქციაზე გააკეთა.
ორბანის განცახდებით, უნგრელები მშვიდობას უჭერენ მხარს და ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა მომდევნო კვირაში დაგეგმილ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რომ არ დაუშვან ევროპის ომში ჩაბმა. მან ასევე გააკრიტიკა მედია და ოპოზიცია და მათ სოროსის დაქირავებულები უწოდა.
"არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპა ომში ჩაებას თვითგანადგურებისთვის. მეგობრებო, დღეს ევროპა ემზადება ომისთვის. სოროსი აფინანსებს მათ მედიასაშუალებებს, ხოლო, ვინც მის დაკრულზე არ ცეკვავს, დოლარებს ვერ მიიღებს. უნგრეთის მემარცხენეები მის დაკრულზე ცეკვავენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მშვიდობისმოყვარულ თანამემამულეებს ღალატობენ. მაგრამ ჩვენ, ნაციონალური მხარე, არ დავემორჩილებით სოროსის გეგმით მოქმედ ბრიუსელის გენერლებს", - თქვა ორბანმა.