ღარიბაშვილი გამოჩნდა და კახეთში პარტაქტივთან შეხვედრის შემდეგ რეგიონული ტურნე დაასრულა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩნდა და კახეთში პარტაქტივთან შეხვედრის შემდეგ რეგიონული ტურნე დაასრულა - ამ წუთებში ის მედიასთან საუბრობს.

"დღეს დავასრულე, ეს გაცხადებული, ეს რეგიონული ტურნე რომ იტყვიან. დღეს იყო მეათე შეხვედრა და თელავში მე შევხვდი ჩვენი პარტიის აქტივს, კახეთის რეგიონის. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების საკითხი, რომ პარტია უნდა მოემზადოს და ემზადება ამ არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვოს, ამ არჩევნებში. მე, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის აქტივს გავუზიარე მთელი რიგი ინფორმაცია და ანალიზი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ზოგადად ქვეყანაში და არა მარტო ქვეყანაში, რეგიონში და მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა არჩევანის წინაშე დადგება ჩვენი ხალხი, ამ არჩევნებზე - არჩევანი იქნება მშვიდობას სტაბილურბას და განვითარებას და არეულობა ქაოსსა და ომს შორის" - განაცხადა ღარიბაშილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი