"არასერიოზულ შეკითხვებს მისვამთ, უკვე დავიღალე" | ღარიბაშვილი ჟურნალისტს, პერსონალურ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად

გამოქვეყნდა:

"არასერიოზულ შეკითხვებს მისვამთ, უკვე დავიღალე", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს, პერსონალურ სანქციებზე დასმულ შეკითხვაზე. ასევე, სანქციების კონტექსტში, ღარიბაშვილმა თქვა: "ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ... მე თვითონ კარგად მივხედავ ჩემს ოჯახს". 

"ქართულმა ოცნებამ" მოგიტანათ თქვენ, მათ შორის, უვიზო რეჟიმი. დღეს რომ გადაადგილდებით თავისუფლად ევროპაში და რომ არ გიწევთ რიგებში დგომა და სავარაუდო უარი ევროპული სახელმწიფოების საკონსულოებიდან, ეს არის ჩვენი დამსახურება. ამიტომ, ეს უნდა დააფასოთ... რომ იძახიან, რომ თავისით მოხდაო. თავისით არაფერი არ ხდება, მეგობრებო. 

შესაძლოა, გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომლებშიც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ევროპასთან, შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით, ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი, საუბარი... ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, - ამბობს ღარიბაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი