"ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს" | თელავში ღარიბაშვილის "ოცნების" პარტაქტივთან შეხვედრას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორიც დაესწრო

გამოქვეყნდა:

თელავში, ირაკლი ღარიბაშვილის "ოცნების" პარტაქტივთან შეხვედრას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძეც დაესწრო. ჟურნალისტის კითხვას, რატომ იმყოფებოდა ის ღონისძიებაზე, მან ასე უპასუხა: "ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. პარტიული შეხვედრა არის, ქალბატონო, და ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს".

ასევე, კითხვას, რატომ იყო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, მან ასე უპასუხა:

"თქვენ უნდა გკითხოთ? მე რეგიონიდან ჩავიდე თბილისში, არ ჩავიდე. მეც გეკითხებით, თქვენ უნდა შეგეკითხოთ?.. არ არის თქვენი საქმე [რატომ გახდა ჩასვლა საჭირო]. მე თქვენ გეკითხებით სამსახურებრივად სად გადაადგილდებით? კითხვა დაგისვი და გამეცი პასუხი! ვიცი მე ძაან კარგად რისი უფროსი ვარ, ძაან კარგად ვიცი და არ მჭირდება თქვენი შეხსენება," - თქვა მან.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი