რუსული კანონის მიღების პარალელურად, ხელისუფლება ჩინეთთან კავშირებს სულ უფრო აღრმავებს. ამის ერთ-ერთი დასტური ანაკლიის სტრატეგიული პროექტის რუსეთის მოკავშირე ჩინეთისთვის ჩაბარებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი საბოლოოდ ცვლის ქვეყნის საგარეო ვექტორს და ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით, საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს დასავლეთისგან.
„ჩინეთთან ეკონომიკური აქტივობა და ვაჭრობა აქვს ამერიკას, ევროპას, აშშ-ს თუ არ ვცდები 800 მილიარდი აქვს, ევროპას 700 მილიარდი. ჩვენ ვხედავთ ევროპის წამყვანი ლიდერების ვიზიტებს ჩინეთში და პირიქით, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტებს საფრანგეთსა და ევროპის შუაგულში. ეს ნორმალურია. ნუ ვიქნებით დაკომპლექსებული, დაღდასმული რაღაც საზომებით. ჩვენ ყველა სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ საჩვენოდ, ჩვენი ქვეყნისთვის. კონტრაქტი იქნება თუ თანამშრომლობა, ჩინეთთან, აშშ-სთან თუ ევროპასთან, თუ ეს ურთიერთობა მოიტანს ჩვენთვის სარგებელს, ყველაფერი არის მისასალმებელი“, - თქვა ღარიბაშვილმა.
გეოპოლიტიკური ხაფანგი საქართველოსთვის - ასე აფასებენ ჩვენი ქვეყნის სულ უფრო მჭიდრო დამოკიდებულებას რუსეთის მოკავშირე ჩინეთთან საერტაშორისო სფეროს სპეციალიასტები და შიშობენ, რომ საქართველო სულ მალე შესაძლოა გეოპოლიტიკურ აბსურდში აღმოჩნდეს. დაუახლოვდეს დიქტატორ მმარტველებს და დაკარგოს ევროინტეგრაციის ყველანაირი შანსი.