გახდება თუ არა პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული "ქართული ქარტია" ზეპარტიული ერთობის დოკუმენტი? ამისი პოტენციალი ამ წინადადებას უდავოდ აქვს, და პარტიების უმეტესობისთვის ის მისაღები აღმოჩნდა. მაგრამ, რამდენად გამოვა ეს ჩანაფიქრი, ცხადია ბევრი რამ თავად ოპოზიციურ პარტიებზე იქნება დამოკიდებული. წლევანდელი არჩევნები სრულად პროპორციული წესით ტარდება. მოახლოებული არჩევნები სხვა მხრივაც პრეცენდენტული იქნება. კერძოდ, "ქართული ოცნების" ინიციატივით, საარჩევნო კანონმდებლობამ აკრძალა ბლოკების ფორმირება. არადა საქართველოს უახლეს ისტორიაში, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების რეცეპტი ყოველთვის ოპოზიციური ბლოკები იყო ხოლმე. ამ მოცმეულობაში, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს, რა კონფიგურაციით დაჯგუფდება მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი.