ქოცების მორიგი სატყუარა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" საქართველოს რუსულ ოკუპაციაზე, როგორც წესი, დუმს და თუ მაინც ხმას იღებს, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაში კოლექტიურ დასავლეთს ადანაშაულებს ხოლმე, და არა იმ ქვეყანას, რომლის ტანკებიც დღემდე ჩვენს მიწაზე დგანან. საინტერესო და სრულიად არა შემთხვევითი იყო დამოუკიდებლობის დღეს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.

რუსეთი და კრემლის მავნებლობა კობახიძეს არ უხსენებია, მაგრამ რაც თქვა, იმის მიღმა ადვილად იკითხება "ოცნების" მორიგი მანიპულაციური პროპაგანდა და ცრუ დაპირება. კონფედერაციის იდეა კობახიძეს არ უხსენებია, მაგრამ სამაგიეროდ ამისი განხილვა აქტიურად დაიწყეს სეპარატისტებმა და კრემლის წარმომადგენლებმა. ეს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და ქართველთა ეთნიკური წმენდის განახორციელებელი სეპარატისტული რეჟიმების აღიარებას ნიშნავს. სეპარატისტები თავის პირობებსაც აყენებენ, რა შემთხვევაში დათანხმდებიან საუბარს ოფიცალურ თბილისთან, და ეს პირობები უკიდერსად დამამცირებელი და სახიფათოა საქართველოს ინტერსებისთვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი