ჩინური გავლენა საქართველოში | "ოცნებამ" ანაკლიის პორტი აშშ-ის მიერ სანქცირებულ ჩინურ კომპანიას ჩააბარა

გამოქვეყნდა:

საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი "ქართულმა ოცნებამ" მის მიერვე სტრატეგიულ პარნიორად გამოცხადებულ ჩინეთს გადაულოცა. ჩინური ჰოლდინგი ერთადერთია, რომელიც ღრმაწყლოვანი პორტის კონკურსში მონაწილოებას აგრძელებს, ჰოლდინგი კი ჩინურ სახლმწიფო სამშენებელო კომპანიებს აერთიანებს, რომლის ბენეფიციარი არა რომელიმე ბიზენს ჯგუფია, გამჭვივრვალობისა და ანგარიშვალდებულების შესაბამისი სტანდარტით, არამედ ჩინეთის რესპუბლიკა. მეტიც, ეს კომპანიები ამერიკის მხირდან სწორედ იმის გამო იყვენენ სანქცირებულები, რომ სამშენებლო აქტივობა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენეს.

"ქართული ოცნება", რომელიც ბოლო თვეებია გამჭვირვარლობასა და სუვერენიტეტის დაცვაზე ჩაიციკლა, ამ პროექტის შემთხვევაში გაუმჭვირვალობაზეც თვალს ხუჭავს. და იმაზეც, რომ საქართველოს სუვერენული ინტერესებიც მთავრობის ამ გადაწყვეტილებით სერიოზულად ზიანდება. და, რაც მთავარია, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება ხელისუფლებამ დროში დაამთხვია რუსული კანონის მიღებას და ამ ფორმით პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სივრცის მიწასთან გასწორებას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი