უმუშევრობა, უპერსპექტივობა და პრორუსული "ქართული ოცნება" | ემიგრაციაში გახიზნული საქართველო

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლამდე ძალიან ბევრს საუბრობდა ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების მნიშვენლობაზე. ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში კი მისი საემიგრაციო პოლიტიკა სრულიად საპირისპირო იყო. გაუსაძლისი ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონი
საქართველოდან მოქალაქეების გადინების მთავარი მიზეზი იყო. ახლა ამას ემატება უპერსპექტივობა და ხელისუფლების ავი ზრახვები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

რუსულმა კანონმა და საქართველოს ხელისუფლების ღია განზრახვამ, საქართველოში ბელარუსის ტიპის დიქტატურა დაამკვიდროს, საქართველოდან მოქალაქეების წასვლის კიდევ ერთი წინაპირობა შექმნა. მასობრივი მიგრაციის კიდევ ერთ ტალღას, დაახლოებით ისეთს როგორც პუტინის დიქტატურამ რუსეთში გამოწივია ბოლო 2 წლის განმავლობაში, საქართველო უბრალოდ ვეღარ გაუძლებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი